პირველად საქართველოში პატიმრები ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურების გავლას შეძლებენ

საქართველოში პირველად, მსჯავრდებულთათვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა, რომლის ფარგლებში მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დისტანციურად მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება, ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში, ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.

ციფრული სწავლების პლატფორმა მოიცავს საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე განმარტებით, პროექტი, პატიმრებისთვის საუნივერსიტეტო განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის, რაც სწავლების ხარისხსა და ეფექტიანობაზეც აისახება და იმავდროულად, ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.  

თაკო ბოკუჩავა


“სასწავლო დაწესებულებებში პოლიტიკური მუხტის შეტანა დაუშვებელია” – მანანა ნიკოლაიშვილი

განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილი დღეს წარადგენს

პარლამენტში “ლუციფერის მხილებას” არიგებენ? – პარლამენტის აპარატი განცხადებას ავრცელებს

თბილისის სამხატვრო აკადემიაში მისაღები შემოქმედებითი კონკურსის ფორმატი შეიცვალა

ქართველი მეცნიერები ლიბანში უნიკალური აღმოჩენის მომსწრენი გახდნენ

პოდკასტი