COVID-19-ის გავლენა ბიზნესზე – iPhone-ების წარმოება შესაძლოა 30%-ით შემცირდეს

COVID-19 შეზღუდვების გამკაცრების გამო მომავალი თვიდან Apple-ის ერთ-ერთ უმსხვილეს ქარხანაში, ჩინეთში, iPhone-ების წარმოება შესაძლოა 30%-ით შემცირდეს. მწარმოებელი Foxconn, Hon Hai Precision Industry Co Ltd დეფიციტის ასანაზღაურებლად წარმოებას შენჟენის სხვა ქარხანაში აძლიერებს, – იტყობინება Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში, ჩენჟოუნის მთავარ ქარხანაში დასაქმებულებმა, სადაც 200 000 ადამიანი მუშაობს, COVID-19 -ის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, უკმაყოფილება გამოთქვეს. ათობით ადამიანმა კი სამსახური დატოვა. 19 ოქტომბრის შემდეგ ჩენჟოუში, ცენტრალური ჰენანის პროვინციის დედაქალაქში COVID-19-ის 264 ადგილობრივი შემთხვევა გამოვლინდა. Foxconn-მა არ გაამჟღავნა, COVID-19-ის დიაგნოზი დაუდგინდა თუ არა შენჟოუს ქარხანაში რომელიმე მუშაკს.

აღსანიშნავია, რომ ტაივანური კომპანია Foxconn-ი არის მსოფლიოში ელექტრონიკის ყველაზე მსხვილი კონტრაქტული მწარმოებელი და მესამე ყველაზე მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია შემოსავლების მხვრივ. მისი კლიენტები არიან ამერიკული, ფინური, იაპონური და კანადური ელექტრონული და ტექნოლოგიური კომპანიები. მას მონაწილეობა მიღებული აქვს ისეთი პროდუქტების შექმნაში, როგორებიცაა BlackBerry, iPad-ი, iPhone-ი, iPod-ი, Nokia და სხვ. Foxconn-ში აცხადებენ, რომ სიტუაციას აკონტროლებენ, თუმცა, აქციების ფასი 1.4%-ით დაეცა.

ავტორი: ლელა დევდარიანი