თბილისი ყოველწლიურ ლიტერატურულ ფორუმს უმასპინძლებს
თბილისის მწერალთა სახლის ორგანიზებით, 8-10 ნოემბერს, რიგით მე-12 ყოველწლიური ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გაიმართება. ფორუმის ფარგლებში თბილისს 7 უცხოელი გამომცემელი – საფრანგეთიდან, ფინეთიდან, შვეიცარიიდან და უკრაინიდან ეწვევა.

სპეციალურად შემუშავებული სამდღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ქართული წიგნის ბაზარს და მიმდინარე მოვლენებს გაეცნობიან. ასევე, შეხვდებიან ქართველ გამომცემლებსა და ავტორებს.
ქართული კულტურის გაცნობის მიზნით, პროგრამის ფარგლებში სხვადასხა აქტივობა განხორციელდება.
ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის მთავარი მიზანი ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია, თარგმნის პროცესის ხელშეწყობა და ამ გზით ქართული საგამომცემლო სფეროს განვითარებაა.
2011-2021 წლებში გამართული ფორუმ-დიალოგის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა ქვეყნიდან საგამომცემლო სფეროს 160-ზე მეტი პროფესიონალი ეწვია, რის შედეგადაც არაერთი ქართული წიგნის საავტორო უფლება საზღვარგარეთ გაიყიდა.
ავტორი: ელენე ვადაჭკორია