იაშვილის კლინიკის გარშემო სკანდალი გრძელდება – ექიმების არასწორი დიაგნოზის ფატალურ შედეგებზე

მას შემდეგ, რაც მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფომ სტაციონარული პაციენტების მიღება შეწყვიტა, სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდნენ დაზარალებული პაციენტების მშობლები. სოციალური ქსელის მომხმარებელი რუსკა ხუციშვილი იაშვილის ბავშვთა სამედიცინო ცენტრში საკუთარი შვილის მკურნალობის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და კლინიკას არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს.

მას შემდეგ, რაც მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფომ სტაციონარული პაციენტების მიღება შეწყვიტა, სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდნენ დაზარალებული პაციენტების მშობლები. სოციალური ქსელის მომხმარებელი რუსკა ხუციშვილი იაშვილის ბავშვთა სამედიცინო ცენტრში საკუთარი შვილის მკურნალობის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და კლინიკას არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს.

“მძულხართ, ყველა ექთანი და ექიმი იაშვილის კლინიკაში, ვინც თუნდაც მიეკარეთ ჩემს შვილს. არავის გაპატიებთ ჩემი შვილის წამებას. ბავშვს დაუწვეს ფილტვები, კუჭი, ყველა ორგანო, პირიდან სისხლი სდიოდა. რა ინფექცია შეყარეთ ჩემს შვილს, ან სასუნთქი აპარატიდან აქვს გადადებული, ან კათეტერიდან. სასუნქთი აპარატები აქვთ ძველი, არც ცვლიან და ვირუსიც ამ აპარატებში აღმოაჩინეს. თუ არ დადგინდა რა ინფექციებია, ისე არ შველის ანტიბიოტიკები და ძნელია მკურნალობა”, – წერს რუსკა ხუციშვილი.

სტატუსს, კომენტარების სახით, სხვა დაზარალებული მშობლებიც გამოეხმაურნენ. როგორც მათ აღნიშნეს, ექიმების არაპროფესიონალიზმმა და კლინიკაში არსებულმა არაჰიგიენურმა პირობებმა ბევრი პატარას სიცოცხლე შეიწირა.

“ჩემს შვილს ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დაუსვეს, არასწორად უმკურნალეს და ფატალური შედეგიც დადგა. თუ ვინმე დაინტერესდება, შემიძლია სრული დოკუმენტაცია მივაწოდო აშკარა სისხლის სამართლის დანაშაულის და იმის, როგორ არ რეაგირებს ამაზე სახელმწიფო”, – წერს ლევან თალაკვაძე.

იაშვილის კლინიკის ექიმებს არაპროფესიონალიზმსა და გულგრილობაში სოციალური ქსელის კიდევ ერთი მომხმარებელი, გვანცა თათრიაშვილი ადანაშაულებს:

“არ შეგრჩებათ ამდენი ბავშვის ცოდვა. თქვენ დაღუპეთ ჩემი შვილი. ბავშვს კისრის მე-5, მე-6 მალის მოტეხილობა ჰქონდა და ფიქსატორი ორ კვირაში მოხსნეს, როცა სამი თვე უნდა კეთებოდა! ფილტვები სრულად დაუზიანეს, დატანჯეს, გააუბედურეს და დამიღუპეს შვილი. თვენახევარი ვერ გაუგეს, რატომ აძლევდა სიცხეს. ხან რას დააბრალეს, ხან რას. ემოციური ფონი აქვს ბავშვს, თქვენ რომ გხედავთ, სიცხეს მაშინ აძლევსო. თურმე, ბავშვს ინფექცია ჰქონია ფილტვებში. არ შეგრჩებათ, გეშინოდეთ! თქვენთვისაც მოიცლის უფალი!!! აქამდე იყავით დასახური”.

სკანდალურ განცხადებას აკეთებს სოციალური ქსელის ერთი-ერთი მომხმარებელი, ქეთი მაზმიშვილი, რომელიც ამბობს, რომ შვილის საქმეს, რომელსაც საგამძიებო ორგანოები სწავლობდნენ, საქმის გამომძიებელი შეეწირა.

“იაშვილის ხსენებაც კი არ შემიძლია. რაც ჩემს შვილს დამართეს სრული უსამართლობაა. მიყვანის წუთიდან კომაში ჩააგდეს 15 წლის ბავშვი. რვა წლის მანძილზე რამდენ ბავშვს მოუსწრაფეს სიცოცხლე. რეანიმაციაში ასი კაცი შედიოდა, რაც კატეგორიულად არ შეიძლებოდა. ლიფტს კიდევ სამშენებლო მასალებისთვისაც იყენებდნენ. საერთოდ, მთელი მედ-პერსონალი მძულს, მათ არანაირი ადამიანური თვისებები არ გააჩნიათ. გამომძიებელიც, რომელიც ადამიანურად მიუდგა ჩვენს საქმეს, მასაც მალევე დაატოვებინეს სამსახური”, – წერს ქეთი მაზმიშვილი.

შეგახსენებთ, რომ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფომ სტაციონარული პაციენტების მიღება ცოტა ხნის წინ შეწყვიტა. მიზეზი კლინიკის გადაწყვეტილებაა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებამ რეგულირების სააგენტოს დასკვნიდან გამომდინარე მიიღო. როგორც იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, ეს დაკავშირებულია, პირველ რიგში, კლინიკაში მიმდინარე მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებთან. რეგულირების სააგენტოს დასკვნაში კი ნათქვამია, რომ კლინიკაში დარღვეულია ინფექციის კონტროლის მექანიზმები. სარემონტო სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების უკან, რეალურად, ინფექციის არასათანადო კონტროლი დგას.

ავტორი: ლელა დევდარიანი


21 მარტი მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, კიბოს სკრინინგის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართება

რატომ იძარცვება ქარხანა, სადაც სახელმწიფოს 12%-იანი წილი აქვს – სკანდალი ელმავალმშენებელი ქარხნის გარშემო

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი კლინიკების რეგისტრაცია 1 წლით შეჩერდა

ფარმაცევტული კომპანიების არაკეთილსინდისიერება თუ თურქეთში გაზრდილი ფასები – წამლები ვერ იაფდება

პოდკასტი