საქართველო მედიაწიგნიერების ინდექსში ბოლო ადგილზეა

სოფიას ღია საზოგადოების (OSIS) და ევროპული პოლიტიკის ინიციატივის ინსტიტუტებმა (EUPI) მედიაწიგნიერების 2022 წლის ანგარიში  გამოაქვეყნეს. ანგარიში, რომელიც პირველად 2017 წელს გამოქვეყნდა, ყოველწლიურად ევროპის ქვეყნებში მედიაწიგნიერების დონეს აფასებს.

სოფიას ღია საზოგადოების (OSIS) და ევროპული პოლიტიკის ინიციატივის ინსტიტუტებმა (EUPI) მედიაწიგნიერების 2022 წლის ანგარიში  გამოაქვეყნეს. ანგარიში, რომელიც პირველად 2017 წელს გამოქვეყნდა, ყოველწლიურად ევროპის ქვეყნებში მედიაწიგნიერების დონეს აფასებს.

2021 წლამდე ანგარიშში 35 ქვეყანა იყო მოცემული, 2022 წელს კი 41- მდე გაიზარდა. წელს კვლევაში საქართველოც მოხვდა, რომელიც 20 ქულით ბოლო, 41-ე ადგილს იკავებს. მას წინ უსწრებს ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო და ალბანეთი. მოწინავე ადგილებს, ფინეთი, ნორვეგია და დანია ინაწილებენ. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ანგარიშში მხოლოდ თურქეთი მოხვდა და ის 36-ე ადგილს იკავებს. რუსეთი სიაში საერთოდ არ არის.

მედიაწიგნიერების ინდექსი, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ევროპის 41 ქვეყანაში ყალბი ამბებისადმი მდგრადობის პოტენციალს სხვადასხვა, მათ შორის, მედიის თავისუფლების და განათლების ინდიკატორით აფასებს. წლების განმავლობაში მედიისთვის გამოწვევა გახდა თანმიმდევრული, გადამოწმებული ინფორმაციული ნაკადების გავრცელება, სადაც არაერთი ყალბი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება.

2020 წლის Covid-19 პანდემიამ ახალი ტერმინიც კი დაამკვიდრა „ინფოდემია“. რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ კი ცხადყო „ინფორმაციული ომის“ როლი სასტიკ ადამიანურ ომში. ამ წლების განმავლობაში ექსპერტები ცდილობდნენ დაედგინათ ტერმინები და სავარაუდო მიზეზები ამ ფენომენის ასახსნელად. ეროკავშირმა პირველმა განმარტა დეზინფორმაცია, როგორც ყალბი ან შეცდომაში შემყვანი შინაარსი, რომელიც ვრცელდება განზრახ და მისი მიზანია, ერთი მხარის ეკონომიკური ან პოლიტიკური მოგება, რომელსაც საზოგადოებისთვის ზიანის მოტანა შეუძლია.

ავტორი: ელენე ვადაჭკორია


“ჯორჯ ბუშმა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა დაუწუნა“ – მოგონებები ზვიად გამსახურდიაზე

31 მარტი ისტორიული რეფერენდუმისა და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა

ახალგაზრდა პიანისტი სანდრო გეგეჭკორი “ჯულიარდის სკოლაში” ისწავლის

31 მარტის ამინდის პროგნოზი

გერმანიაში ქართველი მძღოლები გაიფიცნენ – “მძიმე სამუშაო პირობები, სტრესი, აუღებელი ხელფასი”

პოდკასტი