თემურ დადიანი 2022 წლის პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონია

თემურ დადიანი 2022 წლის პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონია. ქართველმა კაპრალმა 65 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და ორივე ხელის კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება.

თემურ დადიანი 2022 წლის პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონია. ქართველმა კაპრალმა 65 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და ორივე ხელის კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება.

წელს მსოფლიოს ჩემპიონატს პარამკლავჭიდში, რომელშიც 54 ქვეყანა მონაწილეობდა, თურქეთმა უმასპინძლა.

თემურ დადიანი 2011 წლის აპრილში „ISAF“ – ის მისიის ფარგლებში, ავღანეთის ომში გაემგზავრა. ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდური დაკარგა. მიუხედავად ამისა, თემურ დადიანი აქტიურად ასპარეზობს პარასპორტის სხვადასხვა ტურნირში.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა კაპრალმა გინესის მსოფლიო რეკორდი ორგზის დაამყარა. 2014 წელს 38,25 წამში შეასრულა 36 ამპუტირებული აზიდვა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 38,25 წამში 37 ამპუტირებული აზიდვა განახორციელა და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

 

 

ავტორი: მეგი მიქაბერიძე