,,ჩვენს გარეშე უმრავლესობა აღარ არსებობს, მაგრამ ვრჩებით იქ”

მმართველ პარტია ,,ქართულ ოცნებას” პარლამენტში 75 დეპუტატი აღარ ჰყავს, შესაბამისად პარტიამ საპარლამენტო ურავლესობა დაკარგა. მიზეზი პარტიის წიაღიდან გასული ,,ოთხეული” – გურამ მაჭარაშვილი, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძეა.
ეს კი ნიშნავს, იმას რომ ,, ოცნებას” პარლამენტში ნებისმიერი კანონისა და გადაწყვეტილების მისაღებად ,, ხალხის ძალის” ხმები დასჭირდება, რაც დიდი ალბათობით არ გაუჭირდება.

,,ხალხის ძალის” ლიდერების თქმით, მათ ,,ქართულ ოცნებასთან” არანაირი პოლიტიკური ან იდეოლოგიური დაპირისპირება აქვთ, განსხვავება მხოლოდ ,, კულისებში ნათქვამის” საჯაროდ გამოტანაა.

,,ჩვენს გარეშე უმრავლესობა აღარ არსებობს, მაგრამ ვრჩებით იქ” – ამბობს სოზარ სუბარი.

ის, რომ ,,ოცნება” ე.წ. გამიჯნულებისგან არ განსხვავდება, ადასტურებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც.

,,ჩვენ გვაქვს ტაქტიკური შეუთანხმობლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოზით უნდა ითქვას სიმართლე და თუ რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები.”-განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, ვინაიდაინ არსებითი ღირებულებითი განსხვავება არ აქვთ, ისინი ერთად რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობაში.

რას ნიშნავს კობახიძის ეს განცხადება?

,,ხალხის ძალა” მკვეთრი ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით გამოირჩევა. უპირისპირდებიან სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, ევროკავშირს. მათი განცხადებით აშშ-ის მიზანი სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და უკრაინასთან ერთად ქვეყნის ომში ჩათრევაა.

ამ რიტორიკას სრულად იზიარებს მმართველი ძალაც.

,,ოცნების” თქმით კელი დეგნანის მიერ ,,ხალხის ძალის” რუსულ ძალად მოხსენიება შეურაცხმყოფელია.

ისმის კითხვა, თუ კი ,, ქართული ოცნება” და ,,ხალხის ძალა” ერთმანეთისგან საერთოდ არ განსხავდება, რატომ გახდა საჭირო მათი გაყოფა? ჩანს, რომ მმართველი პარტია სრულად იზიარებს ,,გაყოფილების” ანტიამერიკულ ხედვას, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანამ დეკემბერში ევროკავშირის 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.

ამასთან საინტერესოა, რომ ,,ქართული ოცნება” დატოვა კიდევ ერთმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც პარტიიდან წასულ ,,ოთხეულს” შეუერთდა. მან ,,პოსტ ტვ”-ის 52%-იანი წილი იყიდა, რომელიც მოძრაობა ,,ხალხის ძალის” სამოქმედო მედია პლატფორმა იქნება.

შედეგად, გამორიცხული არაა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ,,ქართული ოცნება” და ,,ხალხის ძალა” დამოუკიდებელ სუბიექტებად ვიხილოთ. თუმცა საინტერესოა ,,ხალხის ძალას” შეეძლება თუ არა კონკურენცია გაუწიოს სახელისუფლებო ძალას, მაშინ როდესაც ისინი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან ან მოაგროვებს პარტია იმაზე მეტ ხმას, ვიდრე ,, ოცნების” წიაღიდან წასული გახარიას პარტია?

წყარო: რადიო თავისუფლება


პოდკასტი