ხულოელი ბავშვის ბეშუმური კაბის დაცინვისთვის მსახიობი თეატრის რეპერტუარიდან მოხსნეს
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ თეატრი ემიჯნება დასის წევრ თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს. აღნიშნულიდან გამომდინარე თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ შესაბამისი ზომები გატარდა.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ თეატრი ემიჯნება დასის წევრ თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს. აღნიშნულიდან გამომდინარე თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ შესაბამისი ზომები გატარდა.
” ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები”, – ვკითხულობთ განცხდებაში.
თეატრის ეს გადაწყვეტილება თამარ მაყაშვილის მიერ, 30 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ ეთერში გაკეთებულ დისკრიმინაციის შემცველ განცხადებას მოჰყვა.
„კაბების არ იყოს… არასოდეს არ ვაცმევდი ამ სულელურ კაბებს და იმ დღეს გავიხედე და კატოს არ აცვია ხულოელი ბავშვივით საშინელი, რაღაცა ბეშუმური კაბა… ცისარტყელა ბეშუმური და კინაღამ გული გამისკდა…“ – განაცხადა ტელეეთერში თამარ მაყაშვილმა, მის სიტყვებს გადაცემის მონაწილეების მხრიდან მხიარულება მოჰყვა.
ამის გამო, ქართული საზოგადოება, სოციალურ ქსელში, ტელეკომპანია „იმედისგან“ რეაგირებას ითხოვს. მოგვიანებით, მსახიობმა თამარ მაყაშვილმა ფეისბუქში, რამდენიმე ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც აჭარელ ბავშვებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
ბათუმის სახელმწიფო თეატრის გადაწყვეტილებას თამარ მაყაშვილის სოციალური ქსელის პროფილის გვერდზე, მსახიობის კოლეგები და მეგობრები ეხმიანებიან:
მომღერალი ინდირა ჯგერენაია ბათუმის სახელმწიფო თეატრის დირექციის გადაწყვეტილებას „ფსკერს“ უწოდებს:
“პატარა ადამიანებს მეტი არ შეუძლიათ და ამაში დავრწმუნდით სრულიად ერი! ბათუმის სახელმწიფო თეატრი ამას სახელად ფსკერი ჰქვია, რაც თქვენ ჩაიდინეთ!“
პროდიუსერ ნატო დუმბაძის შეფასებით კი, ერთი უწყინარი ხუმრობის გამო თამარ მაყაშვილი ლამის კოცონზე დაწვან. იგი ბათუმის თეატრს კომ.პარტიად მოიხსენიებს:
“გაოგნებული ვარ მართლა, არ გამიკვირდება კოცონი დაანთონ და დაწვან, ეს რა უბედურებაა? მართლა რა ხდება? ერთი უწყინარი ხუმრობის გამო, თამარ მაყაშვილს რა დღე დააყარეს, კომპარტიაა თუ რა ხდება, აჭარაზე და აჭარლებზე ვგიჟდები, მაგრამ ეს რა დამოკიდებულებაა მართლა არ მესმის! გარიცხეს ანუ თეატრიდან? მეტს კი არაფერს აკეთებდნენ კომუნისტები! მე მაპატიეთ, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს ყოვლად მიუღებელია! თუ შეეშალა ბოდიშიც მოიხადა! ეს ისტორიაში ჩაიწერება!’’
თამარ მაყაშვილის მეგობრების უმეტესობა აღიარებს, რომ მსახიობის მიერ წარმოთქმული სიტყვები სულ ცოტა, უხერხული მოსასმენი იყო, თუმცა, ერთი რამ ფაქტია: როცა მსახიობი მაყურებლის წინაშე გამოდის და მისგან დადებით ოვაციებს ელოდება, იმავე დროს დასცინის მის უძველეს კულტურას, ვგონებ, უხერხულზე მეტია (რედ.).
აღსანიშნავია, რომ ბეშუმი უძველესი კულტურის ნაშთებს ინახავს. აქ აღმოჩენილი „ნაქალაქარის“ ძველი ნამოსახლარები დაახლოებით XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. სამოსახლოები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს დაგეგმარებისა და სამშენებლო ინჟინერიის თვალსაზრისითაც.
ბეშუმის ბუნება განუმეორებელია, როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ასევე სამკურნალოდ. ის აჭარის სამთო კურორტების გამორჩეულ სიამაყეს წარმოადგენს. ბეშუმი ალპურ ზონაშია განლაგებული და არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1850-2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
ვიდეო იხილეთ: https://www.facebook.com/magency24/videos/1513476489114707

