“რა “მუცლის გვრემა” გაქვთ?”- მელია კვესიტაძეს დაუპირისპირდა (ვიდეო)

ერთ დროს, ერთ მხარეს მებრძოლი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია

საერთო აზრამდე ვერ მივიდნენ და პირდაპირ ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კამათის დროს, მელიამ კვესიტაძეს უთხრა, რომ, რაც არ აწყობს იმის მოსმენა აღიზიანებს.

სატელევიზიო ეთერში მათი განხილვის თემა ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში შესვლა და გვარამიას სასამართლო პროცესზე დასწრება-არდასწრება იყო.

“რაც არ გაწყობთ იმის მოსმენა გაღიზიანებთ. თქვენთან ერთად დამჯდარიყო მთელი დეპუტაცია და გადაცემა წაეყვანა? “
“შეგიძლია გულწრფელად მითხრა რა “მუცლის გვრემა” გაქვთ? “
“შევეჯიბროთ ნიკა გვარამიას სიყვარულში” – ამ სიტყვებით მიმართა ნიკა მელიამ ეკა კვესიტაძეს.

 

 


პოდკასტი