დღეს საქართველოს გამორჩეული დიპლომატის დაბადების დღეა, როდის ეწოდა მას სულხან-საბა
1658 წლის 3 ნოემბერს ქართველი მწერალი, მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი დაიბადა. სულხან-საბა ორბელიანი ბავშვობიდანვე სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში ჩაება.

1658 წლის 3 ნოემბერს ქართველი მწერალი, მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი დაიბადა. სულხან-საბა ორბელიანი ბავშვობიდანვე სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში ჩაება. სიჭაბუკიდანვე დაიწყო ,,სიტყვის კონაზე“- ქართულ ლექსიკონზე – მუშაობა. შეადგინა იგავ-არაკების კრებული ,,სიბრძნე სიცრუისა“, ასევე დღიურების ფორმით აღწერა საფრანგეთისა და იტალიის შთაბეჭდილებები – ,,მოგზაურობა ევროპაში“.
ორბელიანის პოეტური თარგმანები მაღალი კულტურით და სალექსო ფორმათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ის ქართული ლექსის ნოვატორადაც გვევლინება და ერთ-ერთმა პირველმა დაუდო სათავე ქართული ლექსის ფორმაციას.
დიპლომატიურ საქმიანობას სულხან-საბა ორბელიანი 1703 წლიდან იწყებს. ორჯერ იმყოფებოდა სპარსეთში, ევროპაში. 1714 წლის აპრილში ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ვერსალში. პარიზიდან გამობრუნებულს ორჯერ ჰქონდა აუდიენცია რომის პაპ კლიმენტოს XI-თან. სულხან-საბას ყველგან დიდი პატივით ხვდებოდნენ, მაგრამ რეალური დახმარება არ გაუწიეს. ევროპა საქართველოს გამო ირან-ოსმალეთს არ დაუპირისპირდა. ბერის სამოსით შემოსილი ორბელიანი სხვადასხვა გზას ეძებდა ქვეყნის ოსმალეთისგან გასათავისუფლებლად.
1698 წელს სულხანი დავით გარეჯის მონასტერში ბერად აღიკვეცა. სწორედ ამ დროიდან იწოდება იგი სულხან-საბად.
1724 წელს, როცა ვახტანგ VI-მ რუსეთში გადახვეწა დააპირა, მოსკოვში წინასწარი მოლაპარაკებისათვის ორბელიანი გაგზავნა, მაგრამ ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება. იგი მოსკოვში მალე გარდაიცვალა.
ავტორი: ელენე ვადაჭკორია

