ვის შეიძლება შეხვდეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” ?
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ცნობილია 16-ვე გუნდი, რომლებიც ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ცნობილია 16-ვე გუნდი, რომლებიც ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ. 8 გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, დანარჩენ რვას მეორე საფეხური ერგო. ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” ჯგუფიდან პირველ ნომრად გავიდა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მეორე ადგილზე მყოფ გუნდს შეხვდება.
ბუნებრივია, ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო ის არის, თუ ვინ შეიძლება შეხვდეს ნეაპოლიტანელებს. შესაძლო მოწინააღმდეგეთა სია შემდეგნაირია: ,,ბრიუგე’’, ,,აინტრახტი’’, ,,დორტმუნდი’’, ,,ლაიფციგი’’, „პარი სენ ჟერმენი“. მერვედფინალის წილისყრის წესები უცვლელია: ერთი ქვეყნის გუნდები ერთმანეთს ვერ შეხვდებიან, ისევე, როგორც ერთ ჯგუფში ნამყოფი გუნდებიც ვერ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
მერვედფინალში პირველ მატჩს შინ მეორეადგილოსნები ჩაატარებენ, საპასუხოს – პირველადგილოსნები. რა თქმა უნდა, ის გუნდები, რომლებმაც ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავეს, ერთმანეთს ვერ შეხვდებიან და შესაბამისად, ერთმანეთს მეორეადგილოსნებიც ვერ დაუპირისპირდებიან.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 7 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო კონკრეტულად თამაშები უკვე 2023 წელს შედგება. პირველი მატჩები 14-15 და 21-22 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები კი 7-8 და 14-15 მარტს გაიმართება.
ავტორი: ელენე ვადაჭკორია

