ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ტრავმა მიიღო

ახალ სეზონზე, ქართველი ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ, ორთვიანი შესვენების შემდეგ, გოლი გაიტანა.

ახალ სეზონზე, ქართველი ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ, ორთვიანი შესვენების შემდეგ, გოლი გაიტანა.

,,საფრანგეთის თასის“ მოსაპოვებლად ქართველი თავდამსხმელის გუნდი ,,მეცი“ იბრძვის. გიორგი მიქაუტაძემ დასახელებულ მატჩში გოლის გატანა მოახერხა. ,,მეცის“ კლუბმა ,,რაონ ლ’ეტაპი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და მოედანი თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა. “მეცის” მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ, სიფრთხილე გამოიჩინა და გიორგი მიქაუტაძე, ტრავმის გამო, მოედნიდან გაიყვანა.

საფრანგეთის თასის შემდეგი მატჩი, ,,ეპინალის“ წინააღმდეგ, 19 ნოემბერს ჩატარდება. მანამდე, 7 ნოემბერს ,,მეცი“ ,,ლიგა 2“-ის მორიგ ტურში ,,სენტ ეტიენს“ დაუპირისპირდება. ზემოაღნიშნული მატჩის შემადგენლობასთან დაკავშირებით, ჯერ ზუსტი პასუხი არ არის ცნობილი, მაგრამ, დიდი ალბათობით, გიორგი მიქაუტაძე ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ,,მეცის“ კლუბს 15 ქულა აქვს და მეთორმეტე ადგილს იკავებს. გუნდს შეხვედრების მოგება სჭირდება, არსებული რეიტინგის გასაუმჯობესებლად.

ავტორი: მეგი მიქაბერიძე