ინფლაცია და ფასების ზრდა საქართველოში ყველა სფეროს შეეხო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის ოქტომბერში ინფლაციამ 10.6 % შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის ოქტომბერში ინფლაციამ 10.6 % შეადგინა.

ინფლაციამ, თითქმის ყველა სფეროში, გავლენა იქონია ფასების გაძვირებაზე. ფასები გაიზარდა სურსათზე, უალკოჰოლო სასმელებზე, ტრანსპორტზე, წყალსა და ელექტროენერგიაზე.

საქსტატის მიხედვით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 15.8%-ით გაიზარდა. ფასები გაიზარდა პურსა და პროდუქტებზე 26.1%-ით, რძეზე, ყველზე და კვერცხზე 22.1%-ით, მინერალურ წყლებზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე 21.9%-ით, ზეთზე 18.3%-ით, შაქარსა და ტკბილეულზე 16.9%-ით, ხორცზე 9 %-ით, ბოსტნეულზე 3.5%-ით, ხილზე 3.4%-ით, ყავა და ჩაიზე 20.6 %-ით.

რაც შეეხება ტრანსპორტის ჯგუფს, ფასები 11.6%-ით გაიზარდა, წყალსა და ელექტროენერგიაზე 13.5%-ით, საცხოვრებელზე გადასახადი კი 25%-ით გაიზარდა.

ფასები გაიზარდა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე 3.8%-ით.

საქართველოსგან განსხვავებით, 25 წლის განმავლობაში, რეკორდული ინფლაცია დაფიქსირდა მეზობელ სახელმწიფო თურქეთში.
თურქეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, თურქეთში წლიური ინფლაცია 85.5%-ია. თურქეთში ინფლაცია და ფასების ზრდა ყველაზე მეტად სურსათსა და ენერგოპროდუქტებს შეეხო.

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით კი, მთავრობა ინფლაციას აკონტროლებს და მისი პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ხელშოწყობაა.