მოგებული თამაშის მიუხედავად, გიორგი ჩაკვეტაძემ მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა

ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ამჟამად „სლოვანის“ გუნდში თამაშობს, რომელმაც კონფერენს ლიგის ბოლო შეხვედრაში „ჟალგირისი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ამჟამად „სლოვანის“ გუნდში თამაშობს, რომელმაც კონფერენს ლიგის ბოლო შეხვედრაში „ჟალგირისი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

“სლოვანი” H ჯგუფში დაწინაურდა და პირველი ადგილით მერვედფინალში გავიდა. გიორგი ჩაკვეტაძემ კარგად ითამაშა. ორივე საგოლე სიტუაცია მან შექმნა. დასახელებულ მატჩში, ქართველმა ფეხბურთელმა პენალტი მოიპოვა, თვითონ დაარტყა, მაგრამ ძელს მოახვედრა და ვერ გაიტანა. შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში იყო სამივე ქართველი ფეხბურთელი: გიორგი ჩაკვეტაძე, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია.

“სლოვანის” მწვრთნელის, ვლადიმერ ვაისის შეფასებით, ამ გადამწყვეტ დროს, გიორგი ჩაკვეტაძეს უკეთესად უნდა დაერტყა მოპოვებული პენალტი. მიუხედავად ამისა, ის კმაყოფილია გუნდის თამაშით და მოგებული მატჩით.

ავტორი: მეგი მიქაბერიძე