გიორგი შერმადინისა და “ლენოვო ტენერიფეს” კიდევ ერთი წარმატება

ქართველმა კალათბურთელმა, გიორგი შერმადინმა მორიგი მატჩი წარმატებით ჩაატარა.

ქართველმა კალათბურთელმა, გიორგი შერმადინმა მორიგი მატჩი წარმატებით ჩაატარა. კლუბმა “ლენოვო ტენერიფემ” ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ისრაელის „ჰერცლია“, ანგარიშით 95:57, დაამარცხა. ამ გამარჯვებით, “ლენოვო ტენერიფემ” ჯგუფიდან გასვლის შანსი უფრო გაზარდა. ქართველი ცენტრისტი ძირითად შემადგენლობაში იყო. მან 19 წუთი ითამაშა. ამ დროის განმავლობაში, 16 ქულა, 8 მოხსნა და 1 ჩაწოდება დააგროვა.

ამ მაჩვენებლით, გიორგი შერმადინი დაწინაურდა, როგორც საკუთარ, ასევე მოწინააღმდეგე გუნდის კალათბურთელებს შორის. შედეგად, MVP-ს ტიტული მოიპოვა, რომელიც მატჩის ყველაზე შედეგიანი, გამორჩეული მოთამაშის წოდებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინი “ლენოვო ტენერიფეში” 2019 წლიდან თამაშობს. კლუბმა 3 შეხვედრა ჩაატარა და 2 მოიგო. ჯგუფური პირველი ადგილისთვის “ლენოვო ტენიფერი” და ბერძნული “პერისტერი” თანაბარი ქულებით იბრძვიან.

ავტორი: მეგი მიქაბერიძე