“ბიჭი მსოფლიოს საქართველოს აყვარებს… მართლა მრცხვენია” – კვარაცხელიას ავტომობილი მოპარეს

იტალიური მედიის ინფორმაციით, პოლიციამ იტალიაში მოღვაწე ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილი მინი “ქანთრიმენი” იპოვა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, პოლიციამ იტალიაში მოღვაწე ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილი მინი “ქანთრიმენი” იპოვა. არსებული ინფორმაციით, მანქანა დაზიანებული არ არის. მანქანის ქურდების ვინაობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ავტომობილი კვარაცხელიას უკვე დაუბრუნდა. აღნიშნულ ფაქტს უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობიაო, ძველი ნათქვამია. ისე გვაქვს ქართველებს თავი მოჭრილი. ყველა იმას ფიქრობს, რომ ქართველმა მოიპარა. იმედია, გაირკვევა. ოღონდ მანქანის ქურდი ქართველი არ იყოს და თუ გინდა, ნახევარ სიცოცხლეს დავთმობ! ბიჭი მსოფლიოს საქართველოს აცნობს და აყვარებს და ჩვენ თუ მას ასე ვექცევით, მართლა მრცხვენია ყველას მაგივრად. დიდი იმედი მაქვს, რომ ქურდი ქართველი არ იქნება”.

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას სახლი 3 ნოემბერს გაძარცვეს. კვარაცხელიამ მომხდარი შემთხვევის შემდეგ, პოლიციაში საჩივარი შეიტანა.

კვარაცხელიას კუთვნილი ავტომობილის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულში ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფების ხელწერა იკვეთება. პოლიციაც ამ მიმართულებით მუშაობს.


ავტორი: ლელა დევდარიანი