ერეკლე მეორე – “პრინცი, რომელმაც საკუთარ თავში უამრავი ბრწყინვალე თვისება გააერთიანა”

თელავში დღეს, “ერეკლეობა” აღინიშნება. სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც მუზეუმის შიდა ტერიტორიაზე გაიმართება. 

ფოტო – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

დღესასწაულის ფარგლებში თელავის საპატიო მოქალაქეებიც გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან. ღონისძიება გალა კონცერტით დაიხურება.

დღეს, დღესასწაულთან დაკავშირებით, ქართლ-კახეთის სახელოვანი მეფის, ერეკლე II-ის სულის მოსახსენიებელი წირვა-ლოცვა ტრადიციულად აღევლინა.

ერეკლეობის დღესასწაული ერეკლე მეფის დაბადების დღეს უკავშირდება. ერეკლე II 1720 წლის 7 ნოემბერს, თელავში დაიბადა.

პატარა კახის შესახებ უამრავი ისტორიული ცნობა არსებობს, რომელიც გვიყვება მის პიროვნულ თვისებებსა და სიმამაცეზე. ქართველი ერი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ისტორიის ფურცლებზე ერეკლე მეორეს ღირსეული ადგილი უჭირავს და მისი სახელი წარუშლელი კალმით არის ჩაწერილი.

ისტორიას შემორჩა იმ ადამიანების ნაამბობი, ვინც იგი ნახა და გაიცნო – ის აღმოსავლეთის ყველაზე გამოცდილი პრინცია.

ვინ იყო ერეკლე II ?

​ამ კითხვას ორი ისტორიული წყაროდან ამონარიდით სცემს პასუხს ისტორიკოსი გიორგი კალანდია და 2 უცხოელი ავტორის ჩანაწერები მოჰყავს. პირველი 1752 წელს London Evening Post-ში დაიბეჭდა, მეორე 1755 წელს London Magazine-მ გამოაქვეყნა:

„პრინცი ერეკლე ქართველთა წარმოსახვაში კაშკაშა სფეროა, მათთვის ის ალექსანდრე დიდია, რომლის ყოველი ნაბიჯი ღირშესანიშნავია რაღაც ტრიუმფით. ის ომის მეხის ცემაა, რომელიც მთელ სპარსეთს ააფეთქებს“.

 

“თუ იმ ადამიანებს ვენდობით, ვინც იგი ნახა და გაიცნო – ის აღმოსავლეთის ყველაზე გამოცდილი პრინცია. ასაკით 27 წლისა, გამაოგნებელი გულადობა შესანიშნავად ერწყმის ბრძენკაცურ სიმშვიდეს. უკიდეგანო გამოცდილება, უძლეველი ვაჟკაცობა, სანიმუშო ღირსება, კეთილშობილებით სავსე სამართლიანობა და უსაზღვრო სივრცე აზროვნებისა. მისმა ამ ღირსებებმა ის საკუთარი ხალხისა და ჯარისკაცების კერპად, მეზობლების აღფრთოვანების საგნად და მტერთათვის შიშის ზარად აქცია! მისი სიმაღლე საკმაოზე მეტია, სხეული კარგად ჩამოსხმული, სახის წყობა მიმზიდველი, მისი მანერები და ტანსაცმელი უბრალოა, თუმცა მთლიანობაში, ეს პიროვნება ისეთ დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მას საკუთარი სასახლის ღირსეულ პრინცად და არმიის შესანიშნავ გენერლად აღიქვამ. მე ერეკლეს ხასიათის შესახებ მხოლოდ სიმართლეს ვამბობ და რა უნდა იყოს სხვა მისგან მოსალოდნელი?! პრინცისგან, რომელმაც საკუთარ თავში ამდენი ბრწყინვალე თვისება გააერთიანა, რომელიც ძლევამოსილად ფლობს ორ დიდებულ სამეფოს – საქართველოსა და სპარსეთის სომხეთს. ვინც ასევე ფლობს ყველაზე დიდ უპირატესობას, იყოს აღმოსავლეთის უმამაცესი ერების მთავარსარდალი. იმ ხალხისა, რომელიც საკუთარი პრინცისა და ქრისტიანული რწმენის დასაცავად დაუფიქრებლად გაწირავს თავს”.

ავტორი: ქეთა მელიქიშვილი


“ჯორჯ ბუშმა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა დაუწუნა“ – მოგონებები ზვიად გამსახურდიაზე

31 მარტი ისტორიული რეფერენდუმისა და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა

მის ლექციებზე დასწრების მსურველებს აუდიტორია ვერ იტევდა – აკაკი ბაქრაძე დღეს, 95 წლის გახდებოდა

“რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც”

თბილისის ფუნიკულიორი საუკუნეზე მეტს ითვლის – წმინდა დავითის მთაზე აგებული უნიკალური გზა

პოდკასტი