ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის გამო თამაში გამოტოვა

ხვიჩა კვარაცხელიამ, წელის ტკივილის გამო, ,,ატლანტასთან“ მატჩი გამოტოვა. მისი არყოფნის მიუხედავად, ,,ნაპოლიმ“ გამარჯვება მოიპოვა და ,,ატლანტა“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

,,ლივერპულთან“ დაპირისპირებისას მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა, ალექსანდრ-არნოლმა, ორთაბრძოლის დროს ხვიჩა კვარაცხელიას ხელი ჰკრა. ქართველი ფეხბურთელი სარეკლამო ბანერებს დაეჯახა და ცუდად დაეცა. ამის შემდგომ, ხვიჩა კვარაცხელია ზურგის ტკივილს უჩიოდა.

,,ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ აღნიშნა, რომ ძალიან შეწუხებულია ხვიჩასთან დაკავშირებული კითხვებით, ასევე შეხედულებით, თითქოს ,,ნაპოლის“ არ შეეძლო ქართველი ფეხბურთელის გარეშე თამაშის მოგება.

ხვალ, 8 ნოემბერს, ,,ნაპოლი“ „ემპოლის“ დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა ვარაუდი გავრცელდა. ,,ნაპოლის“ შემადგენლობა ჯერ არ არის დაზუსტებული. გამოითქვა მოსაზრება, რომ ,,ემპოლის“ წინააღმდეგ ქართველი ფეხბურთელიც ითამაშებდა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთ მატჩს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ,,ნაპოლიში“ პირველ სეზონს ატარებს. წარმატებული შეხვედრების გათვალისწინებით, უკვე ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.

ავტორი: მეგი მიქაბერიძე