ქართველმა სამართალდამცველებმა თურქი მეტოქეები დაამარცხეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეხბურთის გუნდმა, ევროპის საფეხბურთო ბიზნესლიგების გაერთიანებულ ტურნირში გაიმარჯვა და კორპორატიული თასი მოიპოვა.

საფეხბურთო გუნდი „პატრული“ ევროპის საფეხბურთო ბიზნესლიგების გაერთიანებული ტურნირის ფინალში, თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის გუნდს YAPI KREDİ-ს დაუპირისპირდა, რის შედეგადაც ქართველმა სამართალდამცველებმა თურქი მეტოქეები ანგარიშით – 7:0 დაამარცხეს.

გამარჯვებულ სპორტსმენებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები და თანამშრომლები დახვდნენ.
აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საფეხბურთო გუნდი არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

ავტორი: თაკო ბოკუჩავა