არჩევნები ამერიკაში: რესპუბლიკელები -190, დემოკრატები – 167 მანდატი

8 ნოემბერის შუალედური არჩევნები დიდწილად განსაზღვრავს  აშშ-ს  პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოლიტიკურ მომავალს.  

არჩევნები აშშ-ში

აშშ-ში შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, კონგრესში რესპუბლიკელებმა – 190, დემოკრატებმა – 167 მანდატი მოიპოვეს. შესაბამისად, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები ლიდერობენ.

8 ნოემბერს ჩატარებული შუალედური არჩევნებით, აშშ-ის 118-ე კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილის და ზედა პალატის, სენატის, 100 მანდატიდან 35-ის მფლობელები გამოვლინდებიან. ამომრჩევლები 36 შტატის გუბერნატორებსაც ირჩევენ.

CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა 190 ადგილი, დემოკრატებმა კი 167 მანდატი მოიპოვეს. 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება. რაც შეეხება სენატს, სადაც წელს კენჭს უყრიან მანდატების დაახლოებით მესამედს, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს ჯერჯერობით თანაბარი, 46-46 ადგილი აქვთ.

წელს კენჭს უყრიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყველა მანდატს და სენატის დაახლოებით მესამედს. მოქმედ წარმომადგენელთა პალატასა და სენატში, უმრავლესობა პრეზიდენტ ბაიდენის დემოკრატიულ პარტიას აქვს.
შუალედური არჩევნები გრძელდება. ოფიციალური შედეგები 29 ნოემბერს გახდება ცნობილი. კონგრესის ახალი შემადგენლობა კი, 2023 წლის 3 იანვრიდან შეუდგება მუშაობას.

წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებს უმრავლესობა – 235 ადგილი, 2019 წლის 3 იანვრიდან ჰქონდათ. 2020 წლის არჩევნების დროს მათი უმრავლესობა 222-მდე შემცირდა.

როგორც ექსპერტები ამბობენ, 8 ნოემბრის შუალედური არჩევნები დიდწილად განსაზღვრავს  აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოლიტიკურ მომავალს.

აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

ელენე ვადაჭკორია