ჩინეთის უსაფრთხოება არასტაბილურია
რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად ჩინეთის ხელისუფლება გარკვეულწილად საბრძოლო მოქმედებების შესაძლო დაწყებისთვის საკუთარი ძალოვანების ერთგვარ დათვალიერება-გაძლიერების რეჟიმშია და მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის ემზადება.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დღეს ღიად განაცხადა, რომ პეკინი გააძლიერებს სამხედრო წვრთნებს და მოემზადება ნებისმიერი ომისთვის. მისი თქმით, ჩინეთის უსაფრთხოება სულ უფრო „არასტაბილური და გაურკვეველი“ ხდება.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ერთ დღეს ნებით ან ძალით შეიერთებს. სი ძინპინის ეს განცხადება კი, აჩენს ეჭვს, რომ ჩინეთი, რომელსაც მსოფლიოში სიდიდით მეორე არმია ჰყავს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, ტაივანს ანექსიით დაემუქროს.
წყარო: Dailymail
ავტორი: ლელა დევდარიანი

