პროდუქტები, რომლებიც გვიცავს სტრესისგან

კარგი გუნება-განწყობის შექმნაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს საკვები. დანაყრება აუმჯობესებს განწყობას და ადამიანს ეხმარება ემოციური პრობლემების გადაჭრაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ზომიერება, რადგან მაღალკალორიული საკვების გადამეტებული რაოდენობით მიღება იწვევს სიმსუქნეს, რაც როგოც წესი, კიდევ უფრო გააღრმავებს სტრესს.

ცუდი განწყობის დროს, ტკბილეულის მიღება ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა. საზიანოა, არა ტკბილეული, არამედ მისი გადაჭარბებული რაოდენობით მიღება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია: რძის პროდუქტები, ქლიავი, ლეღვი, ფინიკი, პომიდორი, შავი შოკოლადი. ეს პროდუქტები ხელს უწყობენ სეროტონინის ბიოსინთეზს და აუმჯობესებენ განწყობას. სტრესის მოსახსნელად შესანიშნავი პროდუქტია ღვიძლის პაშტეტი, რომელშიც ბევრი ცხიმოვანი მჟავა და ვიტამინებია. პაშტეტი შეიცავს, საკვებ დანამატ, ქოლინს, რომელიც ნერვული სისტემისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებაა და სტრესისადმი მდგრადობას განაპირობებს.

უკანასკნელ წლებში, სულ უფრო მეტი კვლევა ტარდება ადამიანის კუჭ-ნაწლავის ფლორაში მიკრობიომის შესასწავლად, ასევე, ადამიანის ორგანიზმსა და განწყობაზე მისი გავლენის დასადგენად. მიკრობიომი იმ უნიკალური, ტრილიონობით ბაქტერიის, სოკოსა და ვირუსის ერთობლიობაა, რომლისგანაც ჩვენი ორგანიზმი შედგება. როგორც გაირკვა, დეპრესიული პაციენტების მიკრობიომი, უფრო ერთფეროვანია. მიკრობიომს სჭირდება საკვები ბოჭკოები, რასაც შეიცავს: ცეხვილი პური, ციტრუსის ცედრა, პარკოსნები, ახალი ხილი და ბოსტნეული.

თაკო ბოკუჩავა