რუხში, ჭითაწყარში, დარჩელსა და შამგონაში ახალი საბავშვო ბაღები აშენდება
ზუგდიდის მუვიციპალიტეტის სოფელ რუხში, ჭითაწყარში, დარჩელსა და შამგონაში ახალ საბავშვო ბაღებს აშენებენ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, 100 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ რუხში. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურის განახლება, მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.
მათივე ინფორმაციით, გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციებისა და სველი წერტილების კეთილმოწყობა. ასევე ბაღი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
თაკო ბოკუჩავა