ქეთევან დედოფლის გამზირის გზის რეაბილიტაცია ამ კვირაში დასრულდება
დედაქალაქში, ქეთევან დედოფლის გამზირის გზის რეაბილიტაცია დღესაც მიმდინარეობს.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამუშაოების დასრულება კვირის ბოლოს იგეგმება, ხოლო ორშაბათიდან აღნიშნული მონაკვეთი გაიხსნება და ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. პროექტი მოიცავს ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებული გზის მთლიან აღდგენას.
კახა კალაძის განმარტებით, უკვე მოწესრიგებულია ქუჩები, გამზირები, მიწისქვეშა კომუნიკაციები, ახალი განათების ქსელი. გარდა ამისა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, გაკეთდა მოსაცდელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სპეციალური ზოლი, ქვეითების უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის მოეწყო ,,კუნძულები“ და გადასასვლელები, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ამასთანავე, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. ყოველივე ამის შესახებ, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
ავტორი: მეგი მიქაბერიძე

