ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ სერიოზული ტრავმა მიიღო

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, ბუდუ ზივზივაძეს, მხრის ტრავმა აქვს და ჯერ გაურკვეველია ოპერაციის გაკეთება, რამდენად დასჭირდება.

„ფეჰერვარის“ მეორე გუნდი ,,რეგიონული ლიგის“ დასავლურ ჯგუფში „ნაგიკანიზას“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 5:0 დამარცხდა.

დასახელებულ შეხვედრაში, 23-ე წუთზე, ქართველმა თავდამსხმელმა მხარი დაიზიანა. ის მაშინვე შეცვალეს და პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერ ინფორმაცია არ გავრცელებულა გამოკვლევების შედეგებისა და სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილების შესახებ.

ბუდუ ზივზივაძეს შესვენება და გარკვეული პერიოდის გამოტოვება მოუწევს, როგორც უცხოური კლუბის, ასევე სანაკრებო თამაშების მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი, ზაფხულიდან მოყოლებული, უნგრეთში ,,ფეჰერვარის“ მთავარ გუნდში თამაშობდა. მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს ,,ფეჰერვარი“ ქართველი თავდამსხმელის ყოფილ გუნდს – ,,უიპეშტს“ – დაუპირისპირდა. შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძის გუნდი დამარცხდა.

ქართველმა ფეხბურთელმა, მატჩის შემდეგ ყოფილი თანაგუნდელები ნახა, მაისურიც გაუცვალა და მოედანი ,,უიპეშტის“ ფორმით დატოვა. ამ საქციელმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია ,,ფეჰერვარის“ გულშემატკივრებსა და ხელმძღვანელობაში. გაფორმებული კონტრაქტის მიუხედავად, კლუბმა ბუდუ ზივზივაძე დასაჯა და მეორე გუნდში გადაიყვანა.

ავტორი: მეგი მიქაბერიძე


“ჯორჯ ბუშმა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა დაუწუნა“ – მოგონებები ზვიად გამსახურდიაზე

31 მარტი ისტორიული რეფერენდუმისა და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა

ახალგაზრდა პიანისტი სანდრო გეგეჭკორი “ჯულიარდის სკოლაში” ისწავლის

31 მარტის ამინდის პროგნოზი

გერმანიაში ქართველი მძღოლები გაიფიცნენ – “მძიმე სამუშაო პირობები, სტრესი, აუღებელი ხელფასი”

პოდკასტი