ინდოეთს “პლასტმასის ეკონომიკა” ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის
პლასტმასის აკრძალვით მცირე და საშუალო ბიზნესი დაზარალდება, რაც პოტენციურად სამუშაო ადგილების დაკარგვას გულისხმობს.

1990-იან წლებიდან ინდოეთი პლასტმასის ინდუსტრიის მწარმოებელი სახელმწიფოა. ,,პლასტმასის ეკონომიკამ“ დადებითი გავლენა იქონია არამხოლოდ ინდოეთის საშუალო ფენაზე, არამედ უღარიბეს მოსახლეობაზეც. პლასტმასის კონტეინერები და ჩანთები საკვებს დიდი ხნით ინახავდა, ღარიბ ადამიანებს კი პლასტმასის ნარჩენებისგან დამზადებული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჩაცმა შეეძლოთ.
მიუხედავად ეკონომიკური განვითარებისა, ინდოეთში პლასტმასის ნარჩენები გარემოსა და წმინდა მდინარის – განგის – დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ამიტომ, ინდოეთის მთავრობის მთავარი მიზანი, ერთჯერადი პლასტმასის ალტერნატივით ჩანაცვლება და ნარჩენების მართვის ეფექტიანი სისტემის შემუშავებაა.
ინდოეთში ყოველწლიურად დაახლოებით 14 მილიონ ტონა პლასტმასს აწარმოებენ. ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 11 კილოგრამი მოიხმარება. 2020-2021 წლებში ინდოეთმა თითქმის 3.5 მილიონი ტონა პლასტმასი აწარმოა, პლასტმასების გადამუშავება წელიწადში 1.56 მილიონ ტონას შეადგენს, რაც წარმოებული პლასტმასის მთლიანი რაოდენობის მხოლოდ ნახევარია.
სამი თვეა, რაც ინდოეთმა პრობლემის აღმოსაფხვრელად, ერთჯერადი გამოყენების პლასტმასები აკრძალა, თუმცა კანონის ეფექტიანად აღსრულება ვერ ხერხდება და პლასტმასის ნივთები მთელ ქვეყანაში კვლავ ფართო მიმოქცევაშია. აკრძალვა მოიცავს პლასტმასის თითქმის 21 ნივთს, მათ შორის: თეფშებს, ჭიქებს, საწრუპებს, დანა-ჩანგალს, პაკეტებს, ჩანთებს.
ინდური გარემოსდამცველი ორგანიზაციის Toxic Lin -ის წარმომადგენლების თქმით, პლასტმასის ნივთების აკრძალვისა და დაბინძურების მონიტორინგს შესაბამისი სახელმწიფო უწყება უნდა ახორციელებდეს.
,,სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ჩანს, კანონის აღსრულების ეფექტური განხორციელების სტრატეგია არ არსებობს“, – ფიქრობს ორგანიზაციის წარმომადგენელი რავი აგარვალი.
აღსანიშნავია, რომ პლასტმასების გამოყენების აკრძალვის შემდეგ, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე არანაირი ჯარიმა დაწესებულა და პლასტმასის ნივთები ქვეყანაში კვლავ ხელმისაწვდომია. ინდოეთში, გარემოსდამცველ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა მოიძებნოს პლასტმასის ჩანაცვლების იაფი ალტერნატივები.
გასულ წელს სამთავრობო კომიტეტმა დაადგინა აკრძალული პლასტმასის ნივთების დაბალი სარგებლიანობისა და გარემოზე ზემოქმედების მაღალი ინდექსი. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ნათლად თქვა, რომ მისი მთავრობა აქტიურად იმუშავებს პლასტმასის აკრძალვის წინააღმდეგ. ექსპერტების ხედვით, ეს ადვილი ამოცანა არ იქნება, რადგან ინდოეთში ყოველდღიურად დაახლოებით 26.000 ტონა პლასტმასის ნარჩენი გროვდება, საიდანაც – 10,000-ზე მეტი, შეუგროვებელი რჩება. შედეგად, აკრძალვის მიუხედავად, ინდოეთს არ გააჩნია პლასტმასის ნარჩენების მართვის ორგანიზებული სისტემა, რის შედეგაც პლასტმასებიან ნაგავსაყრელად იქცევა მდინარეები, ოკეანები, ტყეები, რაც საფრთხეს უქმნის ველურ ბუნებას.
პლასტმასის ნივთების ეფექტიან აკრძალვას ხელს უშლის წინააღმდეგობაც. პლასტმასის აკრძალვით მცირე და საშუალო ბიზნესი დაზარალდება, რაც პოტენციურად სამუშაო ადგილების დაკარგვას გულისხმობს.
იმისათვის, რომ პლასტმასების აკრძალვა წარმატებულად განხორციელდეს, დარგის ექსპერტები მთავრობას მოუწოდებენ ჩაატარონ ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ხარჯ-სარგებლის საფუძვლიანი ანალიზი. ასევე, შეადგინონ გეგმა სოციალური და ეკონომიკური ზემოქმედების გათვალისწინებით. პლასტმასის მწარმოებელთა ასოციაცია ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ორგანოა, რომელიც პლასტმასის ინდუსტრიას წარმოადგენს. ის სთხოვს მთავრობას გადადოს პლასტმასების ეტაპობრივი გაუქმების ვადა 2023 წლამდე ეკონომიკური მდგომარეობისა და პოსტ კოვიდის გათვალისწინებით.
,,ჩვენ გვინდა სუფთა ინდოეთი და მზად ვართ გარდამავალი პერიოდისთვის, ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ნარჩენების სეგრეგაცია და გავაძლიეროთ გადამუშავების ინფრასტრუქტურა“, – ამბობს ინდოეთის პლასტმასის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი დიპაკ ბალანი.
მიუხედავად მზაობისა, მსოფლიომ სუფთა ინდოეთი ჯერ კიდევ ვერ იხილა, მეტიც ინდოეთის ოკეანეში ნაგავსაყრელი ყოველდღიურად იზრდება,
წყარო: Deutsche Welle
ავტორი: ინგა ფუტკარაძე

