15 ოქტომბრიდან თბილისში ჯარიმები იზრდება

პარკირების ადგილზე, პარკირების საფასურის გარეშე დგომა 10-ის ნაცვლად 50 ლარი იქნება.

თუ ელექტრომობილის დამუხტვის ადგილზე დანიშნულების გარეშე გაჩერდებით 100 ლარით დაჯარიმდებით.

200 ლარია განსაზღვრული თუ შშმ პირისთვის განკუთვნილ ადგილს დაიკავებთ.

ჯარიმების გაძვირებას შინაგან საქმეთა სამინისტროც ითხოვს და პარლამენტმა, მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გაძვირებას, პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ამ ჯარიმების დიდი ნაწილი “ჭკვიანი კამერების” დახმარებით გამოიწერება.

ბოლო რამდენიმე თვეა, განსაკუთრებით მოიმატა რუსეთიდან შემოსული ავტომობილების რაოდენობამ და საინტერესოა, ამ ნომრებს თუ აღიქვამს “ჭკვიანი კამერა”?

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ “ჭკვიანი კამერებით” რუსულნომრიანი მანქანებიც ჯარიმდება, მაგრამ პრობლემა ამ ჯარიმის ამოღებაა.

მოქმედი წესის მიხედვით, მას შემდეგ რაც “ჭკვიანი კამერა” დარღვევას დააფიქსირებს, მფლობელს ჯერ სმს შეტყობინება მისდის, შემდეგ საჯარიმო ქვითარი ფოსტით ორჯერ იგზავნება და თუ კიდევ არ გადაიხდის, მისი ჯარიმა საჯაროდ ქვეყნდება პოლიციის ვებ-გვერდზე.

დღეს, ასეთ ჯარიმებს ყველა ამ ვებ-გვერდის მეშვეობით ამოწმებს, სადაც “ჭკვიანი კამერების” მიერ დაფიქსირებული და ჩაუბარებელი ჯარიმები ქვეყნდება.

ჯარიმებს თუ შეამოწმებთ, ნახავთ, რომ უცხო ქვეყნის ნომრები აქ არ იძებნება. უცნაურია, რომ ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქემ პატიოსნად და დროულად გადაიხადა ყველა ჯარიმა და ამ ბაზაში არც ერთი მოხვდა.

ლელა დევდარიანი


საბერძნეთში დამსაქმებელთა მხრიდან ძალადობის ობიექტებს შორის 38% კაცია, 62% – ქალი

4 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო

ტაქსის უვადო ნებართვის არგამოყენების შემთხვევაში საურავი დღეში 3 ლარია – რეფორმის III ეტაპი

“აბა, გაბედე და დონორი ქვეყნის ფული არასწორად დახარჯე, ჰაერში აგწევენ” – ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან

TikTok-ის გამოყენება ბრიტანეთის მთავრობის წევრებსაც აეკრძალათ

პოდკასტი