უპილოტო საფრენ აპარატებს კიევს არ გადასცემენ

რუსეთთან ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემაზე უარი უთხრა.

როგორც, Wall Street Journal-ი წერს, აშშ-მა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემაზე უარი უთხრა. კონგრესის წევრების ორპარტიული ჯგუფის სურვილის მიუხედავად, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უპილოტო საფრენი აპარატები კიევს არ გადაეცემა.

კიევის მოთხოვნა უპილოტო თვითმფრინავების – „რუხი არწივების“ (Gray Eagle) შესახებ, თვეების განმავლობაში განიხილებოდა. ოფიციალური განცხადებით, პენტაგონმა მოთხოვნა იმის გამო უარყო, რომ არსებობდა საფრთხე უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებით შესაძლო კონფლიქტის ესკალაციის, რაც იქნებოდა სიგნალი მოსკოვისთვის, თითქოს უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღების სამიზნე რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტები იყო.

ავტორი: ელენე ვადაჭკორია


“მიმდინარეობს უკრაინის ავღანიზაცია, რომ სამხრეთ კავკასია მთლიანად აიწეწოს” – მაია ნიკოლეიშვილი

საბერძნეთში დამსაქმებელთა მხრიდან ძალადობის ობიექტებს შორის 38% კაცია, 62% – ქალი

“უკრაინის ხელისუფლება რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს” – ილია II მსოფლიო პატრიარქს მიმართავს

23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა

22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა – სასმელი წყლის დეფიციტის საფრთხე საქართველოში

პოდკასტი