ჩუმი მაღვიძარა, რომელიც ადამიანს ხმაურის გარეშე აღვიძებს

მაღვიძარას ზარით გამოფხიზლება ბევრი ადამიანისთვის ძალიან შემაწუხებელია, რომ არაფერი ვთქვათ იმ სტრესზე, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი უეცარი გამოღვიძებით განიცდის. კალიფორნიულმა სტარტაპმა SmarterWakeUp ახალი ტიპის მაღვიძარა – SilentWakeUp შექმნა, რომელიც ადამიანის სხეულზე მაგრდება და მის გასაღვიძებლად ვიბრაციულ იმპულსებს იყენებს.
ჩუმი მაღვიძარის გამოყენება ძალიან მარტივად, სმარტფონზე Bluetooth-ით დაკავშირებით შეიძლება, საიდანაც სასურველი დროისა და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ღრმად სძინავს ადამიანს, ვიბრაციის სამი განსხვავებული დონის დაყენებაა შესაძლებელი.
მოწყობილობა, დაყენებულ დრომდე 10 წუთით ადრე, ნელი იმპულსების გამოყოფას იწყებს, რაც დროდადრო უფრო ინტენსიური ხდება და ადამიანს მშვიდად გამოფხიზლების საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ მაღვიძარას მუშაობას ორ ღილაკიანი ბატარეა უზრუნველყოფს და მისი გამოყენება არა მხოლოდ გაღვიძებისთვის, არამედ დღის განმავლობაში, ჩანიშნული შეხვედრების შეხსენებისთვისაცაა შესაძლებელი.
წყარო: New Atlas
თარგმანი: თაკო ბოკუჩავა

