11 ნოემბერი ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა

1939 წლის 11 ნოემბერს, თიანეთში, ქართველი მწერალი და პოეტი – ბესიკ ხარანაული დაიბადა.
მწერალმა 1962 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. ბესიკ ხარანაულმა ლიტერატურული მოღვაწეობა 1954 წელს დაიწყო. ლექსების პირველი კრებული კი, 1968 წელს გამოსცა. მწერალი, ლიტერატურულ ჟურნალ მნათობში მუშაობდა. 1999 წელს კი, გამომცემლობა ,,ნაკადულის” დირექტორი იყო.
ბესიკ ხარანაული ოცზე მეტი პოეტური კრებულის და ორი პროზაული წიგნის ავტორია. 1992 წელს მიღებული აქვს სახელმწიფო პრემია, 2002 წელს კი, რუსთაველის პრემია. ორჯერ გახდა ლიტერატურული პრემია „საბას“ (2004, 2016) მფლობელი, 2010 წელს – პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი მიიღო. 2012 წელს, პრემია გალა, 2016-ში კი, პრემია ლიტერა გადაეცა.
2010 წლის ოქტომბერში, ლიტერატურის დარგში, ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას, თავისი თაყვანისმცემლები სამშობლოდან შორსაც ჰყავს.
ავტორი: სალომე ხომასურიძე

