ნიკოლოზ ბასილაშვილი ,,ჩელენჯერის“ ტურნირის მეოთხედფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებით ასპარეზობს ,,ჩელენჯერის“ ტურნირში, რომელიც საფრანგეთის ქალაქ რუანში მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ შეხვედრაში ფრანგ ანტუან ჰოანგს დაუპირისპირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა თამაში სამი სეტითა და ანგარიშით 7:6, 4:6, 6:2 მოიგო. მეორე მატჩში მოწინააღმდეგე ფრანგი მატიას ბურჟე იყო. ნიკოლოზ ბასილაშვილს, გამარჯვების მოსაპოვებლად, მხოლოდ ორი სეტი დასჭირდა და ანგარიშით 6:4, 6:2 მიზანს მიაღწია. ამ მაჩვენებლით, ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ფრანგ ჰუგო გასტონს დაუპირისპირდება.

შეხვედრა დღეს, 11 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ტურნირის დაწყებამდე ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა მსოფლიო კლასიფიკაციაში (,,ATP Tour“) 96-ე ადგილს იკავებდა. ამ დროის მონაცემებით და მოგებული თამაშებით, მას უკვე 93-ე ჩოგანის სტატუსი აქვს. წარმატებული მატჩები კი, უფრო დაეხმარება რეიტინგის გაუმჯობესებაში.

ავტორი: მეგი მიქაბერიძე