ქართველმა პარასპორტსმენებმა ბაქოს ,,გრან პრიზე“ 3 მედალი მოიპოვეს
საქართველოს პარასპორტსმენთა ძიუდოს ნაკრები 2022 წლის ბაქოს ,,გრან პრის“ ტურნირში მონაწილეობდა. მსოფლიო ჩემპიონატი დაქვეითებული მხედველობის მქონე სპორტსმენთა შორის 8 ნოემბერს დაიწყო.

საქართველოს პარასპორტსმენთა ძიუდოს ნაკრების სტატისტიკას კიდევ 3 მედალი შეემატა. ზურაბ ზურაბიანმა, რომელიც 60 კილოგრამის მცირემხედველთა J2 კატეგორიაში ასპარეზობდა, ბრინჯაოს მედალი მიიღო. ფინალში მისი მოწინააღმდეგე თანაგუნდელი ნუკრი მიღრიჯანაშვილი იყო.
ზვიად გოგოჭური ოქროს მედლისთვის იბრძოდა, მაგრამ ფინალში ფრანგ ელიოს ლატშუმანაიასთან დამარცხდა. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ზვიად გოგოჭური 90 კილოგრამის მცირემხედველთა (J2) კატეგორიაში ასპარეზობდა. ინა ქალდანი მესამე ადგილისთვის კანადელ მიშელ იორგენსენს დაუპირისპირდა. ქართველმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინა ქალდანი 70 კილოგრამის მცირემხედველთა (J2) კატეგორიაში მონაწილეობდა.
ავტორი: მეგი მიქაბერიძე

