ორწლიანი პაუზის შემდეგ თბილისში არტის ფესტივალი განახლდება

12-13 ნოემბერს, ფაბრიკაში ურბანული არტის ფესტივალი “ფაბრიკაფიტი 2022” გაიმართება. საქართველოში “ფაბრიკაფიტი” 2016 წლიდან ტარდება და სხვადასხვა ურბანულ აქტივობასა და ქუჩის მხატვრობას აერთიანებს.

წლეულს, ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ქალაქის ურბანულ განვითარებაზე პანელურ დისკუსიებს დაესწრნონ. ასევე ფესტივალზე ქუჩის ხელოვნებისა და სკეიტბორდინგის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყობა და ქართველი გრაფიტი არტისტის, მიშიკო სულაკაურის წიგნის – “თბილისი კომენტარით” პრეზენტაცია გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ორწლიანი პაუზის შემდეგ, მეხუთედ ჩატარდება და მის ფარგლებში, ფაბრიკის კედლებს 16 ქართველი არტისტი მოხატავს.

თაკო ბოკუჩავა


თბილისის კამერულ თეატრში თოჯინური სპექტაკლი ,,დონ კიხოტი – მისტერია თოჯინებისთვის“ გაიმართა

ელენე აბაშიძე – ქალი, რომელიც მსოფლიომ აღიარა

“ხატავდა ყველაფერზე, ყოველი დღე ხატვით იწყებოდა და მთავრდებოდა”

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, კიბოს სკრინინგის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართება

მწერალი, რომელიც სამარადჟამოდ დაიბადა მკითხველთა გულში – ოთარ ჭილაძე 90 წლის გახდებოდა

პოდკასტი