ისტორიაში პირველად ადამიანს ხელოვნური სისხლი გადაუსხეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა ისტორიაში პირველად ადამიანს ხელოვნური სისხლი გადაუსხეს.
ლაბორატორიაში გამოყვანილი ერითროციტები ორმა ჯანმრთელმა მოხალისემ მიიღო. ტექნოლოგიის კლინიკური ცდები პროექტ Restore-ის ფარგლებში მიმდინარეობს.
,, თუ ჩვენი ცდა წარმატებული იქნება, ეს ნიშნავს, რომ პაციენტებს, რომლებსაც ესაჭიროებათ რეგულარულად სისხლის გადასხმა, ძალაინ დიდ პრობლემას მოუგვარებს. თუ დადასტურდა უსაფრთხო და ეფექტური შედეგი, წარმოებულმა სისხლის უჯრედებმა შეიძლება დროთა განმავლობაში მოახდინოს რევოლუცია სისხლის დაავადებების მქონე ადამიანების მკურნალობაში, როგორიცაა ნამგლისებრუჯრედოვანი და იშვიათი სისხლის ტიპები. ამ დარღვევების მქონე ზოგიერთი ადამიანისთვის, ახლა, შეიძლება რთული იყოს საკმარისი და შესაფერისი სისხლის პოვნა.’’
ერითროციტები დონორთა ბაზიდან აღებული სისხლის ნიმუშებიდან გამოიყვანეს. პირველ ეტაპზე ბიომასალისგან ღეროვანი უჯრედები გამოყვეს, შემდეგ ეტაპზე კი მათი დიფერენცირება მოხდა.
აღსანიშნავია, რომ ბუნებრივისგან განსხვავებით, ხელოვნური ერითროციტები ახალგაზრდაა – დონორთა სისხლში სხვადასხვა ასაკის უჯრედებია.
ხელოვნური ერითროციტების გადასხმა ანემიისა და სისხლის სხვა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის იქნება შესაძლებელი.
ავტორი: ელენე ვადაჭკორია

