ფეხბურთის ქალთა გუნდი 2022 წლის ,,ეროვნული ლიგის“ ჩემპიონია

ქალთა ფეხბურთის 2022 წლის ,,ეროვნული ლიგის“ გამარჯვებულია ჩხოროწყუს ”სამეგრელო”, რომლის ანგარიშზეც 14 ჩატარებული მატჩიდან 13 მოგებაა. შესაბამისად, ამ გუნდმა ტურნირში 40 ქულა დააგროვა.

ამ გამარჯვებით, მომავალ ზაფხულს ჩხოროწყუს ”სამეგრელო”, საქართველოს ჩემპიონის სტატუსით, ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

2022 წლის ,,ეროვნული ლიგის“ ქალთა ტურნირში ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად 8 გუნდი მონაწილეობდა: „სამეგრელო”, „დინამო სოხუმი“, „კოლხეთი ხობი”, „ლანჩხუთი”, „კვარტალი”, „გორი იუნაიტედი”, „ნორჩი დინამო”, „მართვე”. აღსანიშნავია, რომ პირველად ისტორიაში ორი ტურნირი ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა. ესენია: ,,ქალთა ლიგა 2“ და ,,ეროვნული ლიგა“. ,,ქალთა ლიგა 2“-ის ჩემპიონი ,,ბათუმი“ გახდა.

ავტორი: მეგი მიქაბერიძე