აშშ-ში არჩევნების შედეგები უკრაინის მხარდაჭერაზე გავლენას არ მოახდენს – ლადო ბოჟაძე

“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” თავმჯდომარისა და თბილისის საკრებულოს წევრ ლადო ბოჟაძის მოსაზრებით, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს აშშ-ში შუალედური არჩევნები, ამერიკის საგარეო პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით არ შეიცვლება.

უკრაინის ფინანსური, სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა იმავე ტემპით გაგრძელდება, რაც აქამდე იყო.

“ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინას ამერიკის, ევროკავშირისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს, მათ შორის, ბუნებრივია, საქართველოს მხარდაჭერა აქვს, ეს მოცემულობად დარჩება”, – განუცხადა ლადო ბოჟაძემ მედია სააგენტო “24”-ს.

მისივე შეფასებით, უკრაინის ხელისუფლების გარკვეული ნაწილი, ზოგი ევროპარლამენტარი და გარკვეული ძალები გულმხურვალედ გულშემატკივრობენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნებას და შესაბამისად, საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ღიად ჩართვას. ბოჟაძე ფიქრობს, რომ საქართველოს ომის რესურსი არ გააჩნია და რაც მთავარია, არც სურვილი.

“მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი ჩვენთვის, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, იმისათვის, რომ ურთულეს პერიოდში, ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა და რაც მთავარია, განვითარება”, – აცხადებს ლადო ბოჟაძე.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები გაიმართა. არჩევნების შედეგები ამ დრომდე ცნობილი არ არის, თუმცა, სენატის კონტროლს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დემოკრატიული პარტია შეინარჩუნებს.

 

ავტორი: ინგა ფუტკარაძე


“ჯორჯ ბუშმა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა დაუწუნა“ – მოგონებები ზვიად გამსახურდიაზე

31 მარტი ისტორიული რეფერენდუმისა და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა

ახალგაზრდა პიანისტი სანდრო გეგეჭკორი “ჯულიარდის სკოლაში” ისწავლის

31 მარტის ამინდის პროგნოზი

გერმანიაში ქართველი მძღოლები გაიფიცნენ – “მძიმე სამუშაო პირობები, სტრესი, აუღებელი ხელფასი”

პოდკასტი