სკოლებში სამხედრო სწავლების გაუქმება, შეცდომა იყო: მანანა ნიკოლაიშვილი

2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის – „სამხედრო საქმის“, პილოტირება დაიწყო, რაშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის, VII-IX კლასის 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო.

სკოლებში სამხედრო მომზადების გარდა, იმ საგნების შესწავლაც განახლდება, რომლებიც წლების წინ სასკოლო ბადიდან ამოიღეს, კერძოდ, შრომა და სამხედრო საქმე.

როგორც მედია სააგენტო „24“-ს განათლების ექსპერტმა მანანა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, დაწყებითი სამხედრო მომზადება მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის სასაზღვრო რაიონებში, გაძლიერებულად ისწავლებოდა, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის, მმართველობის პერიოდში გაუქმდა, რაც არასწორი გადაწყვეტილება იყო.

მანანა ნიკოლაიშვილის თქმით, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ,,სამხედრო საქმე’’ არა მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ისწავლებოდეს.
,,არ შეიძლება ისეთ ქვეყანაში, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება და არის ოკუპირებული, სამხედრო მომზადება არ ისწავლებოდეს’’, – განაცხადა მანანა ნიკოლაიშვილმა.

განათლების ექსპერტი ასევე მხარს უჭერს სკოლებში შრომითი სწავლების, როგორც საგნის დაბრუნებას და აცხადებს, რომ სკოლებში ხელსაქმის შესწავლა აუცილებლად უნდა აღდგეს და ის გოგონებისთვისაც და ბიჭებისთვისაც თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

ავტორი: თაკო ბოკუჩავა


მის ლექციებზე დასწრების მსურველებს აუდიტორია ვერ იტევდა – აკაკი ბაქრაძე დღეს, 95 წლის გახდებოდა

“სასწავლო დაწესებულებებში პოლიტიკური მუხტის შეტანა დაუშვებელია” – მანანა ნიკოლაიშვილი

განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილი დღეს წარადგენს

პარლამენტში “ლუციფერის მხილებას” არიგებენ? – პარლამენტის აპარატი განცხადებას ავრცელებს

ქართველმა სამხედროებმა საერთაშორისო ტურნირიდან 23 მედალი ჩამოიტანეს

პოდკასტი