16 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

16 ნოემბერს ქუთაისში +19 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს. ოზურგეთშიც გამოიდარებს, დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექოდ ჩაივლის დღე ფოთში, სადაც დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +12 გრადუსია, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ნალექიანი დღეა. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეში +15 გრადუსი დაფიქსირდება, უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +15, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +11 მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მზიანი დღეა მოსალოდნელი. +15 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერს ტემპერატურა +14 გრადუსამდე აიწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

გუდაურში დღისით +5 გრადუსი და წვიმა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაეცემა. მოსალოდნელია წვიმა. ომალოში დღისით +4 ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია ნალექიანი დღე, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +11 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი.