ერთ კვირაში 2 აფეთქება თურქეთში

1 კვირის განმავლობაში თურქეთში მეორე აფეთქება მოხდა. სტამბოლში, ფათიხის რაონში აფეთქების შედეგად, რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, დაშავდა 4 ადამიანი, მათგან 2-ის მდგომარეობა მძიმეა.

ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა თურქეთის ადგილობრივ მედიასა და ტელეგრამარხებში გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით აფეთქების მიზეზი ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა იყო, თუმცა თავიდან საზოგადოებაში ტერაქტის ვერსიაც ვრცელდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა შეამჩნია, რომ კვამლი მისი ავტომობილიდან ამოდიოდა და გარშემომყოფებს დახმარება სთხოვა, თუმცა ცეცხლის ალი კიდევ 4 ავტომობილს მოედო.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძრის დროს ისმოდა აფეთქებების ხმაც. ხანძრის ლიკვიდაცია უმოკლეს დროში მოხერხდა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. არ არსებობს ვარაუდი, რომ მანქანებში ასაფეთქებელი მოწყობილობა იქნებოდა დამონტაჟებული.

უკავშირდება თუ არა მომხდარი 13 ნოემბერს ისთიქლალის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას უცნობია, განცხადება არ გაუკეთებიათ ხელისუფლების უმაღლეს პირებს.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაიღუპა 8 ადამიანი და დაშავდა 81. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუათ ოქტაიმ მომხდარში “ქურთისტანის მუშათა პარტია” (PKK) დაადანაშაულა.

ავტორი: ინგა ფუტკარაძე


“მიმდინარეობს უკრაინის ავღანიზაცია, რომ სამხრეთ კავკასია მთლიანად აიწეწოს” – მაია ნიკოლეიშვილი

საბერძნეთში დამსაქმებელთა მხრიდან ძალადობის ობიექტებს შორის 38% კაცია, 62% – ქალი

“უკრაინის ხელისუფლება რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს” – ილია II მსოფლიო პატრიარქს მიმართავს

23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა

22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა – სასმელი წყლის დეფიციტის საფრთხე საქართველოში

პოდკასტი