საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა მიმდინარეობს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი, 20 ნოემბრის ჩათვლით, რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივას მასპინძლობს.

ღონისძიების გახსნაზე სტუმრებმა დოკუმენტური ფილმი ,,გელათი“ იხილეს. ფილმი მაყურებელს ლანა ღოღობერიძემ, თვითონ წარუდგინა. ,,გელათთან“ ერთად, მაყურებელმა 1961 წელს გადაღებული მხატვრული ფილმის – ,,ერთი ცის ქვეშ“ -ნახვაც შეძლეს.
17-20 ნოემბერს, კინოჩვენების ფარგლებში, მაყურებელი 1960-2010 წლებში გადაღებულ მხატვრულ ფილმებსაც იხილავს, რომლებიც გაციფრულებული და აღდგენილია. ამ ფილმებს შორისაა ისეთი ცნობილი ქართული ხელოვნების ნიმუშები, როგორიცაა: ,,მე ვხედავ მზეს“, ,,როცა აყვავდა ნუში“, ,,ოქროს ძაფი“, ,,დღეს ღამე უთენებია’, ,,ფერისცვალება“.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კინოჩვენებებზე დასწრება, ნებისმიერ მსურველს თავისუფლად შეუძლია.
ავტორი: სალომე ხომასურიძე

