“კვარა” – მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი

 ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში, საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ “აიაქსთან” საკუთარ მოედანზე მოგებულ მატჩში (4:2), ერთი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. ამ მოგებით, გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური მოიპოვა. 77-ე წუთზე, კვარა შეცვალეს, გულშემატკივრები კი, ფეხზე წამოდგნენ და მოედნიდან ტაშით გააცილეს.

   უეფას ექსპერტთა ჯგუფმა, ხვიჩა კვარაცხელია, გუშინდელი “ნაპოლი”- “აიაქსის” მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

   კვარაცხელიამ, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, ოთხ მატჩში – 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ სეზონის ტურნირების მიხედვით კი, მის ანგარიშზე 13-შეხვედრაში 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 3 პენალტია.
სალომე ხომასურიᲫე