“მზად ხართ, გირგვლიანის საქმის მოსამართლეს გადააყოლოთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა”

პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს იქნება პერსონალურად პრემიერ  ღარიბაშვილის და მისი გუნდის წევრების პასუხისმგებლობა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” მზად არის, ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეს გადააყოლოს.

“სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე ოფიციალურად დასვით უკვე სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელად. მზად ხართ, პირადად თქვენ და თქვენი პოლიტიკური გუნდი, სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეს გადააყოლოთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში დღეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის  ინტერპელაციის წესით მოსმენის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა, პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი საქართველოდან ახალგაზრდების გადინებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” მოახერხა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეები წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 183%-ით არის გაზრდილი.

“მოახერხეთ, რომ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, ბოლო 2 წლის განმავლობაში, საუბრობენ უკუსვლაზე დემოკრატიული განვითარების გზაზე, მაშინ, როდესაც საქართველო წლების განმავლობაში იყო მოწინავე ამ თვალსაზრისით. მოახერხეთ ის, რომ საქართველოდან ახალგაზრდები გარბიან და შემორბიან რუსები. თქვენ აქ გამოდიხართ და საუბრობთ ყველაფერზე და არაფერზე. საუბრობთ წარსულზე, მაგრამ ერთი, რაც უნდა იცოდეთ პირადად თქვენ და თქვენი გუნდის წევრებმა, რომ თუ ქვეყანა ამ უნიკალურ შანსს გაუშვებს, ეს იქნება პერსონალური თქვენი და თქვენი გუნდის წევრების პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.


პარლამენტმა „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტი მიიღო

,,საქართველო არასოდეს დაიჩოქებს მტრის წინაშე“- საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ცხოველთა წამებისა და მათდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდა

დაექვემდებარება თუ არა ელექტრო გაყვანილობებისა და ელექტრო დანადგარების მოწყობა-სამონტაჟო სამუშაოები ლიცენზირებას

დაწესდება თუ არა საგადასახადო შეღავათები აგროტურისტულ და ღვინის ტურიზმის სფეროში

პოდკასტი