სამედიცინო აქცია ვეტერანებისთვის

14 ოქტომბერს, დიდუბის რაიონში მცხოვრები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, რიგით 135-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია გაიმართება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, აქცია კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები) მოიცავს.
ბენეფიციარების მიღება 10:00 საათიდან დაიწყება.
საქველმოქმედო სამედიცინო აქციებზე ინფორმაცია, ვეტერანებს წინასწარ მიეწოდებათ.
ლელა დევდარიანი

