თამბაქოსა და ნარკოტიკის მოხმარება – დემენციის განვითარების წინაპირობა?
ფსიქოტური აშლილობის მქონე ადამიანებში დემენციის განვითარების რისკი 2,5-ჯერ უფრო მაღალია.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარების მიერ ჩატარებული პირველი მაღალი ხარისხის სისტემური მიმოხილვის თანახმად, ფსიქოტური აშლილობების მქონე პაციენტებში დემენციის განვითარების რისკი 250%-ით გაზრდილია.
მკვლევარებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული 11 კვლევიდან, რომელშიც ჯამში, 13 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მონაცემები შეაგროვეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ასაკის მიუხედავად, ფსიქოტური აშლილობისა თუ აშლილობის ისტორიის მქონე ადამიანებში, დემენციის განვითარების რისკი ბევრად უფრო მაღალია.
აღნიშნული ურთიერთკავშირის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით ვერ დასტურდება, თუმცა არსებული ვარაუდით, ფსიქოტური აშლილობის მქონე ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელი ცხოვრების არაჯანსაღი წესი, თამბაქოსა და ნარკოტიკის მოხმარება, შემდგომში დემენციის განვითარების წინაპირობა ხდება.
,,აღმოვაჩინეთ, რომ ფსიქოტური აშლილობის დიაგნოზი, მომავალში დაკავშირებულია დემენციის განვითარების უფრო მაღალ რისკთან. აღნიშნული კვლევებით დასტურდება, რომ ცხოვრების განმავლობაში, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვამ შეიძლება დემენციის თავიდან აცილებას შეუწყოს ხელი’’, – აცხადებს მიმოხილვის მთავარი ავტორი ჟან სტაფორდი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფსიქოტური აშლილობების ისტორიის მქონე ადამიანებისთვის დემენციის დიაგნოზის დასმა ჯერ კიდევ 60 წლის ასაკშია შესაძლებელი, რამაც შესაძლოა ადრეულ ეტაპზე დაავადების პრევენციასა და გადავადებას შეუწყოს ხელი.
წყარო: SciTechDaily
თაკო ბოკუჩავა

