როდესაც ბავშვი არ ლაპარაკობს…..

ბავშვები, ცალკეული სიტყვების წარმოთქმას, შვიდი-ცხრა თვის ასაკიდან იწყებენ, ზოგიერთი მათგანი, უფრო ადრეც, თუმცა, ეს ძალიან იშვიათია.

 ბავშვის პირველი სიტყვების დიდი ნაწილი, მარტივი მარცვლებისგან შედგება, მაგალითად, როგორიცაა: “დედა”, “მამა”, ,”არა”, “კარგა”, ასევე, შეიძლება საკუთარი სახელიც წარმოთქვას. შეიძლება ისეთი რთული სიტყვა წარმოთქვას, რომ გაგიკვირდეთ, თუმცა, შეიძლება ანერვიულდეთ კიდეც და იფიქროთ, რომ ბავშვი ვერ ლაპარაკობს.
  ექსპერტები თვლიან, რომ ბავშვები გამართულად საუბარს, ოთხი წლის შემდეგ იწყებენ. შესაბამისად, თუ თქვენი პატარა ორი წლისაა, შესაძლოა 200-300 სიტყვა წარმოთქვას, რომელთა უმრავლესობასაც არასწორად ან საკუთარი ინტერპრეტაციით იტყვის, თუმცა ეს სულაც არ უნდა იყოს თქვენი ნერვიულობის მიზეზი. მშობელი მაშინ შეიძლება შეშფოთდეს, თუ :
 ბავშვი 14 თვის ასაკიდან, მისთვის საინტერესო და თვალსაჩინო საგნებისა და ობიექტების ჩვენებას არ იწყებს. 15 თვის ასაკისთვის, საკუთარ სახელზე არ რეაგირებს. 16 თვის ასაკისთვის, ვერცერთ სიტყვას ვერ ამბობს.

  სხვა პრობლემური შემთხვევებიც არსებობს, მაგალითად, შეიძლება ბავშვმა ლაპარაკი დაიწყოს და მოულოდნელად, სიტყვების წარმოთქმა შეწყვიტოს. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ მეტყველების განვითარებაში რაღაც პრობლემაა. შესაბამისად, უმჯობესია, სპეციალსტთან დაუყოვნებელი კონსულტაცია.

ასევე, თუ ბავშვი 4 წლის ასაკში კვლავ გაუგებრად ლაპარაკობს და ასობგერების უმრავლესობის გამოთქმა უჭირს, ჯობს რჩევისთვის ნევროპათოლოგს ან მეტყველების თერაპევტს მიმართოთ.

 სალომე ხომასურიᲫე