ინგლისმა ირანი 4-ქულიანი უპირატესობით – 6:2 დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში ინგლისის ნაკრები ირანს დაუპირისპირდა. მატჩის საწყის ეტაპზე, ირანელთა მეკარემ ტრავმა მიიღო, რის გამოც შეხვედრა 10 წუთის განმავლობაში შეჩერდა.

კატარი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს

თამაშის გაგრძელების შემდეგ, ინგლისის ნაკრები გააქტიურდა და შესანიშნავი თამაში გვაჩვენა. 35-ე წუთზე ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა, ჯუდ ბელინგემმა, თამაშის გახსნითი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც 43-ე წუთზე ბუკაიო საკამ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო 3 წუთში რაჰიმ სტერლინგმა – მე-3 გოლის გატანა შეძლო.

მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. ინგლისის ფეხბურთელები აქტიურობდნენ და ბრწყინვალე მომენტებს ქმნიდნენ. თამაშის განმავლობაში, ირანმა წინააღმდეგობა მხოლოდ პირველი 15 წუთის განმავლობაში გასწია. გუნდმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო, თუმცა საბოლოოდ, მატჩი ინგლისის 4-ქულიანი უპირატესობით – 6:2 დასრულდა. ჩემპიონატის ფარგლებში, გუშინ მეორე თამაში ნიდერლანდებსა და სენეგალს შორის, ყატარის დედაქალაქ დოჰაში, “ალ თუმანას” სტადიონზე გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ სენეგალმა მეტოქეს კარგი წინააღმდეგობა გაუწია, ნიდერლანდებმა მატჩის მიწურულს გოლების გატანა შეძლო და მეტოქე – 2:0 დაამარცხა.

21 ნოემბრის მესამე თამაში აშშ-უელსს შორის ალ რაიანში “აჰმად ბინ ალიზე” ჩატარდა. პირველ ტაიმში აშშ დიდ უპირატესობას ფლობდა, ანგარიშის გახსნაც მოახერხა, თუმცა მეორე ტაიმში აღნიშნული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.

36-ე წუთზე ანგარიში ტიმოთი ვეამ გახსნა და გუნდს პირველი გოლი მოუტანა, თუმცა მეორე ტაიმის 82-ე წუთზე, პენალტის მეშვეობით ანგარიში გარეტ ბეილმა გაათანაბრა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ავტორი: თაკო ბოკუჩავა