ბათუმში ფესტივალი “განდაგანა” ჩატარდა

აჭარაში სოფლის ტურიზმის ფესტივალი წლეულს, ევროპის მოედანზე გაიმართა, სადაც მთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი პროდუქტები, კერძები და ხელნაკეთი ნივთები იყო გამოფენილი. ფესტივალის ძირითადი თემა ნაქარგები იყო, ამიტომ საფესტივალო სივრცე ნაქარგოვანი დეკორაციებით, დროშებითა და ბანერებით იყო გაფორმებული.

ფესტივალის ფარგლებში, სტუმრებს აჭარული ტრადიციების, ფოლკლორის, აჭარული კერძების მომზადებისა და ღვინის საწნახელში დაწურვის პროცესზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ.

ფესტივალზე გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის პროდუქცია იყო წარმოდგენილი, ასევე მოეწყო კულინარიული შეჯიბრი, რომლის მონაწილეებმაც კულინარიული გზამკვლევიდან “კულინარიული მოგზაურობა აჭარაში” რამდენიმე აჭარული კერძი მოამზადეს.

აღსანიშნავია, რომ წლეულს პირველად სტუმრებისთვის გასართობი თამაშის სახით უძველესი საწესჩვეულებო რიტუალი – “ფადიკო” ჩატარდა, რომელიც ხალხური დღესასწაულის ბერიკაობის აჭარული ნაირსახეობაა. ფესტივალი “განდაგანა” 2015 წლიდან ტარდება და მისი მიზანია აჭარული სოფლის პოპულარიზაცია და სოფლად ტურიზმის სტიმულირება.


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი