36 დაუმარცხებელი მატჩის შემდეგ, არგენტინა საუდის არაბეთთან დამარცხდა

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფის პირველ მატჩში არგენტინის ნაკრები საუდის არაბეთს შეხვდა. არგენტინამ პირველ ტაიმში თამაში კარგად დაიწყო. მეათე წუთზე მთავარმა მსაჯმა საუდის არაბეთის კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ლეონელ მესიმ შეასრულა და ანგარიშის გახსნა შეძლო. ამ გოლით მესი გახდა პირველი არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც გოლი ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა.

კატარი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს

დაწინაურების შემდეგ არგენტინელებმა მოწინააღმდეგეს აქტიურად შეუტიეს, თუმცა მეორე ნახევარში საუდის არაბეთი საგრძნობლად გააქტიურდა. თამაშის 48-ე წუთზე არაბმა ფეხბურთელმა ალ შეჰრიმ არგენტინელი მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. 53-ე წუთზე ალ დავსარიმ საჯარიმო მისადგომებთან შესანიშნავი მოქმედებით დასარტყმელი სივრცე გამოითავისუფლა და კარში ეფექტური დარტყმით საკუთარი გუნდი დააწინაურა. იმის მიუხედავად, რომ დარჩენილ დროში არგენტინელები თავდაუზოგავად ცდილობდნენ შედეგის გაუმჯობესებას, მაინც ვერ შეძლეს და საბოლოოდ, მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ ლიონელ სკალონის გუნდი აქამდე ზედიზედ 36 მატჩი დაუმარცხებელი იყო და ეს სერია საუდის არაბეთის ნაკრებთან დასრულდა. გუშინდელი თამაშის D ჯგუფში დანია-ტუნისს შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის განმავლობაში დანია უპირატესობას ფლობდა, ორივე გუნდის საგოლე მომენტები თითქმის თანაბარი იყო და თამაში ლოგიკური შედეგით, უგოლოდ 0:0 დასრულდა.

ჩემპიონატის პირველ ტურში ერთმანეთს მექსიკისა და პოლონეთის გუნდებიც დაუპირისპირდნენ. თამაში რეალური საგოლე მომენტების სიმცირით, საკმაოდ მოსაწყენი გამოვიდა. 58-ე წუთზე პოლონელმა ფეხბურთელმა რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტი კარგად ვერ დაარტყა. მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა, გილერმო ოჩოამ ბურთი მოიგერია. მთლიანი თამაშის განმავლობაში რეალური საგოლე შანსი მხოლოდ ერთხელ, ,,ბარსელონას’’ ფორვარდს ჰქონდა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ, თამაში 0:0 დამთავრდა.

კატარი 2022-ის ფარგლებში, მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედი ჩემპიონი – საფრანგეთი, ავსტრალიას შეხვდა. თამაშის პირველი ეტაპი ავსტრალიელებმა საკმაოდ კარგად ითამაშეს და ანგარიშის გახსნაც მოახერხეს, თუმცა ამის შემდეგ საფრანგეთის ნაკრები გააქტიურდა და 27-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ხუთ წუთში საფრანგეთმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა. მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა. საფრანგეთის გუნდი დომინირებდა, რაც საბოლოო ანგარიშზეც აისახა და მოქმედმა ჩემპიონმა, ავსტრალია დიდი უპირატესობით – 4:1 დაამარცხა.

ავტორი: თაკო ბოკუჩავა


ხვიჩა კვარაცხელიამ 14 წლის გულშემატკივარს სურვილი აუსრულა და გულში ჩაიკრა

ევროპული ჭადრაკის ისტორიაში მეორედ ჩემპიონი ქართველი მოჭადრაკე გახდა

“მიმდინარეობს უკრაინის ავღანიზაცია, რომ სამხრეთ კავკასია მთლიანად აიწეწოს” – მაია ნიკოლეიშვილი

საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიასთან მატჩი ფრედ დაასრულა

“ევრო 2024-ის” შესარჩევ ეტაპზე საქართველო-ნორვეგიის შეხვედრა დღეს, ბათუმში გაიმართება

პოდკასტი