“მამაჩემის შედარება, რომელიმე ფეხბურთელთან?” – უმცროსი მარადონა ხვიჩა კვარაცხელიაზე

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას შვილმა, დიეგო მარადონა უმცროსმა, არგენტინისა და საუდის არაბეთის მატჩის შემდეგ, Calcionapoli TV-სთან ისაუბრა.

საუბრის ერთ-ერთი თემა, ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო. მან ქართველ სპორტსმენს უმაღლესი კლასის ფეხბურთელი უწოდა, თუმცა მანამდე, ყურადღება საუდის არაბეთისა და არგენტინის თამაშზე გაამახვილა, საუბარში ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.

“მამაჩემის შედარება რომელიმე ფეხბურთელთან? ამას მხოლოდ ის აკეთებს, ვინც ფეხბურთის შესახებ არაფერი იცის. რა თქმა უნდა, მესი “ალბისელესტეს” ლიდერია, თუმცა, სკალონი ცდილობს, რომ არგენტინის ნაკრებმა გუნდური ფეხბურთი ითამაშოს და გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ყველამ შეიტანოს. რაც შეეხებათ ოსიმენს და კვარაცხელიას, ნიგერიელი ფიზიკურად წარმოუდგენლად ძლიერია. “კვარა” კი უმაღლესი ხარისხისა და კლასის ფეხბურთელია. მაგრამ, სტანისლავ ლობოტკა “ნაპოლის” შეუცვლელი მოთამაშეა, მიუხედავად სუსტი ფიზიკური მონაცემებისა, სივრცეებს მუდამ პოულობს და გუნდის შეტევებს სწორედ სლოვაკი ფეხბურთელი იწყებს”, – განაცხადა უმცროსმა მარადონამ.

 

ავტორი: სალომე ხომასურიძე