მაროკო-ხორვატიის მოსაწყენი თამაში ასეთივე ანგარიშით დასრულდა

მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფის პირველ ტურში მაროკო 2018 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს – ხორვატიას – დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ მოსაწყენი გამოვიდა. რეალური საგოლე მომენტი მხოლოდ ერთხელ ხორვატ ფეხბურთელს, ნიკოლა ვლაშიჩის ჰქონდა, თუმცა მოწინააღმდეგე ნაკრების მეკარებ ბურთი კარგად მოიგერია და ფეხბურთელს გოლის გატანის საშუალება არ მისცა. საბოლოოდ, შეხვედრა გოლის გარეშე – 0:0 დამთავრდა.

კატარი 2022-ის ფარგლებში, გუშინ იაპონია-გერმანიის თამაშიც გაიმართა. მატჩის პირველ ნახევარში გერმანია სრულ უპირატესობას ფლობდა, ანგარიში 33-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან ილქაი გიუნდოგანმა გახსნა. მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა, გერმანიის ნაკრები აქტიურად ცდილობდა მეტოქის დამარცხებას, თუმცა 75-ე წუთზე იაპონიამ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. 83-ე წუთზე ტაკუმა ასანომ მოწინააღმდეგის კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. გერმანიის ნაკრებმა სიტუაციის გამოსწორება ვეღარ შეძლო. თამაში ყველასთვის მოულოდნელად – 1:2 იაპონიის სასარგებლოდ დამთავრდა.

მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფის შეხვედრამ ყველაზე დიდი ხმაური გამოიწვია. გუშინ ესპანეთი კოსტა-რიკას დაუპირისპირდა და თამაში გასაოცარი უპირატესობით – 7:0 დაასრულა. ესპანეთი მხრიდან გოლები: გავიმ, დანი ოლმომ, მარკო ასენსიომ, კარლოს სოლერმა, ალვარო მორატამ და ფერან ტორესმა (2) გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ ესპანელებმა მუნდიალების ისტორიაში, ერთ შეხვედრაში 7 გოლი პირველად გაიტანეს. კოსტა-რიკამ კი, 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის, თავისივე ანტირეკორდის გამეორება შეძლო, მეტოქის წინააღმდეგ, როგორც მაშინ, ახლაც არც ერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონია.

რაც შეეხება ბელგია-კანადის დაპირისპირებას, კანადის ნაკრებმა თამაში კარგად დაიწყო, თუმცა საგოლე მომენტში ალფონსო დევისმა თერთმეტმეტრიანის გატანა ვერ შეძლო. პირველი ტაიმის დასასრულს, ბელგიელმა ფეხბურთელმა, მიჩი ბაჩუაიმ კანადის კარში გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. მატჩის მეორე ნახევარში, კანადამ აქტიურობის მიუხედავად ანგარიში ვერ გაათანაბრა და საბოლოოდ, თამაში ბელგიის გამარჯვებით – 1:0 დასრულდა.

ავტორი: თაკო ბოკუჩავა


ხვიჩა კვარაცხელიამ 14 წლის გულშემატკივარს სურვილი აუსრულა და გულში ჩაიკრა

ევროპული ჭადრაკის ისტორიაში მეორედ ჩემპიონი ქართველი მოჭადრაკე გახდა

“მიმდინარეობს უკრაინის ავღანიზაცია, რომ სამხრეთ კავკასია მთლიანად აიწეწოს” – მაია ნიკოლეიშვილი

საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიასთან მატჩი ფრედ დაასრულა

“ევრო 2024-ის” შესარჩევ ეტაპზე საქართველო-ნორვეგიის შეხვედრა დღეს, ბათუმში გაიმართება

პოდკასტი